მულტისამყარო – ბნელი მატერია

“Are you happy with your life?”

კითხვა რომელიც ბევრს გაგვჩენია და გვაწუხებს. ბედნიერი ხარ შენი ცხოვრებით? როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება წარსულში სხვადასხვა დროსა და მომენტში სხვა საპირისპირო არჩევანი გაგეკეთებინა? ამას ალბათ ვეღარ გავიგებთ, მაგრამ წარმოიდგინეთ სხოვრება სადაც შენი საუკეთესო ან ყველაზე ცუდი ვერსია ცხოვრობს იმ ცხოვრებით რომელიც შეგეძლო შენ გქონოდა. ვინ იცის შესაძლოა არც ისეთი ცუდი ცხოვრება გაქვს როგორიც გგონია.

ბლეიკ კრაუჩი ამ საინტერესო წიგნში გვთავაზობს მულტისამყარო, სადაც ჩვენი ცხოვრება ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით იტოტება და იშლება. წიგნი შემთხვევით აღმოვაჩინე და ძალიან მომეწონა. გირჩევთ წაიკითხოთ sci-fi-ს მოყვარულებს. გულახდილი ვიქნები და გეტყვით რომ ჩემი ფავორიტი ფანტასტი მწერლის, ფილიპ დიკის მისი მსგავსი ფანტასტი მწერალი აქამდე არ წამიკითხავს. ვთვლი რომ ფილიპ დიკის ფანებს მოგეწონებათ. Read more

BookSwap – გაცვალე, გაყიდე ან იყიდე წიგნები

მინდა გაგიზიაროთ მობილური აპლიკაცია BookSwap, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ გაცვალოთ, იყიდოთ ან გაყიდოთ თქვენთვის სასურველი წიგნი. წიგნების გაცვლა/გაყიდვა საკამოდ აქტუალურია და ამისათვის არსებობს რამოდენიმე facebook ჯგუფი, სადაც შეშაძლებელია ამის გაკეთება. მე პირადადაც მისარგებლია ამ ჯგუფებით, თუმცა საკმაოდ მოუხერხებელია გარკვეული თვალსაზრისით ამ facebook-ით სარგებლობა ამისთვის. ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა ეს მობილური აპლიკაცია Android-ისთვის და iOS-ისთვისაც.

Facebook ჯგუფებში, აქტიურობის გამო, საკმაოდ რთულდება სასურველი წიგნების მონახვა, და ხშირად მეორდება ასეთი პოსტები: “ამ წიგნს ხომ არ ცვლით ვინმე?” “ვეძებ ამადაამ წიგნს”, “ვინმეს ხომ არ გაქვთ ეს წიგნი” და ა.შ.

გარდა ამისა, თუ გსურთ ისეთი წიგნის შეძენა, რომელიც ტირაჟიდან უკვე კარგახნის გასულია, facebook-ზე არ არის რაიმე საშუალება, რომ შეტყობინება მიიღოთ ასეთი წიგნის განთავსებაზე.

ვფიქრობ ასეთი პრობლემების გადასაჭრელად, BookSwap-ის მობილური აპლიკაცია გაცილებით კომფორტულია და მოსახერხებელი.

Read more

Magic Hours

ფოტოგრაფიაში დიდ როლს თამაშობს განათება. მზის განათება შეგვიძლია სხვადასხვა  ტიპებად დავყოთ იმის მიხედვით, თუ ცის რომელ ნაწილზე იმყოფება მზე: Golden hour, Blue hour, Twilights, Daytime და Nighttime. პოსტში ვისაუბრებ Twilights, Daytime და Nighttime-ის შესახებ, Golden hour და Blue hour შეგიძლიათ იხილოთ წინა სტატიაში მზის ფაზები – Golden Hour and Blue Hour

Twilight და magic hours ხდება მზის ჩასვლის ან ამოსვლის დროს,  მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყოველდღე ამ დროს ერთი და იგივე განათება შეიძლება მივიღოთ. სინათლის ხარისხი დამოკიდებულია არამხოლოდ მზის მოძრაობასთნ, ასევე ამინდთან, დაბინძურებასთან და ა.შ. Read more

ობსკურა – პირველი კამერა

პირველი კამერა –  ობსკურა, (ბნელი ოთახი) არის დახურული, ბნელი ყუთი, რომელშიც სინათლე მხოლოდ ერთი პატარა ნახვრეტით შედის. გამოსახულება რომელიც ამ ნახვრეტით შედის, ჩნდება ნახვრეტიტს საპირისპირო კედელზე.

კამერა ობსუკარს დიდი ხნის ისტორია აქვს. ტერმინი “კამერა ობსკურა” გაჩნდა 1604-ში, მანამდე კი სხვადახსვა სახელით მოიხსენიებდნენ მას “cubiculum obscurum”, “cubiculum tenebricosum”, “conclave obscurum” და “locus obscurus”.  კამერა ობსკურას იყენებდნენ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 30 საუკინით ადრეც კი, პრეისტორიული მხატვრობისთვის და შესაძლოა სხვადასხვა რელიგიური ცერემონიებისთვისაც.
არსებობს თეორიები, რომლის მიხედვითაც, კამერა ობსკურას პრინციპის მეშვეობით შეიქმნა პალეოლითური ხანის გამოქვაბულის ნახატები. ცხოველების უცნაური ფორმები კი შესაძლოა განპირობებული იყოს იმით, რომ ზედაპირი რომელზეც გამოისახებოდა ცხოველის სურათი, არ იყო სწორი, ანუ უსწორ-მასწორო ზედაპირი. შესაძლოა ნეოლითურ ხანაშიც კი იყენებდნენ ამ მეთოდს.

Read more

კომპოზიცია II

 

სტატიის პირვველი ნაწილი – კომპოზიცია

ნიმუშები (Patterns)

კომპოზიციის ამ წესის მთავარი შეინაარსია, რომ სურათზე გამოვსახოთ რაიმე დეტალი, რომელიც მეორდება და იქმნება ილუზია რომ უსასრულოდ გრძელია, თუნდაც რეალურად გამეორებები კადრს მიღმა იქვე მთავრდებოდეს. ეცადეთ ახლოდან გადაიხოთ დეტალები

Read more

ინგლისურ-ქართული ლექსიკონი ქინდლისთვის

გადავწვყიტე გამეკეთებინა უფასო Open Source ინგლისურ-ქართული ლექსიკონი ქინდლის ყველა ვერსიითვის. ლექსიკონი დახვეწის პროცესშია თუმცა საკმაო სიტყვების რაოდენობა უკვე დაგროვდა. ლექსიკონის გამოყენება მარტივია: ქინდლში კითხვის დროს მონიშნავთ სუტყვად და გამოვა ფანჯარა სადაც იქნება მნიშნვნელობა ქართულად (ისე როგორც სურათზეა მოცემული)

ნათარგმნი სიტყვების რაოდენობა – 40533

ლექსიკონის გადმოწერა

იმისთვის რომ ისარგებლოთ ლექსიკონით, გადმოწერილი dict.mobi ფაილი ჩააგდეთ ქინდლის dictionary ფოლდერში.  შემდეგ საჭიროა ლექსიკონის მითითება ქინდლის მენიუდან. შედით ქინდლის მთავარ მენიუში, შემდეგ Settings – Device Options და Language and Dictionaries-ში აირჩიეთ English To Georgian Dictionary ინგლისური ენისთვის.

Sunlight Phases – Golden Hour and Blue Hour

Magic hours

ოქროს საათი და ლურჯი საათი მიიჩნევა, განსაკუთრებით პეიზაჟების გადასაღებად, საუკეთესოდ. ამ დროს განათება არის თბილი, რბილი და დიფუზიური.

Golden Hour

ოქროს საათი არის დროის მოკლე მონაკვეთი, როდესაც ცის ფერი გარდამავალია წითლიდან და სტაფილოსფერიდან ყვითელში, შესაბამისად ვიღებთ უფრო თბილ ფერებს და შეარქვეს ოქროს საათი. მზე ამ დროს ჰორიზონტთან ახლოსაა და განათება შესაბამისად არის უფრო რბილი. ამ მომენტში განათების ტიპიდან გამომდინარე, არ წარმოიშვება ძლიერი ჩრდილები და იდეალურია პეიზაჟის გადასაღებად. Read more

კომპოზიცია

კომპოზიცია კადრის და საერთოდ ფოტოგრაფიის მნიშვნელოვანი ნაწილია. კომპოზიცია არის ობიექტ(ებ)ის და ფონის განლაგება სურათზე. კარგი კომპოზიცია არ მოითხოვს ძვირადღირებული კამერის შეძენას ან ფოტოგრაფიის ტექნიკური ასპექტების დეტალურ ცოდნას.

სტატიაში განვიხილავ რამოდენიმე ცნობილ და გავრცელებულ წესს, რომელიც დაგეხმარებათ კომპოზიციის ათვისებაში და შეძლებთ მარტივად გამოიყენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში თუნდაც მობილურ ფოტოგრაფიაში.

Read more

How photography improves individually

როგორ ცვლის ფოტოგრაფია ადამიანს?

ფოტოგრაფია არის კომუნიკაციის მეთოდი, რომელიც გვეხმარება აღვიქვათ სამყარო, რომელსაც ფოტოგრაფი გვთავაზობს, გავიხსენოთ მომენტი ჩვენი ცხოვრებიდან. ფოტოგრაფიის ბევრ დადებით მხარეზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ეს არის დაინახო ის სამყარო, რომელსაც არ შეგიძლია მიწვდე. ფოტოგრაფია – როგორც ჰობი, გეხმარება სხვადასხვა პირადი ცხოვრებისეული კრიზისების დაძლევაში, გეხმარება რომ გქონდეს მიზანი და უბრალოდ შეხედო სამყაროს დადებითი მხრიდან. როდესას ცხოვრებაში არცთუისე კარგი დღეები გიდგას, როდესაც ქვემოთ ეშვები და ყველაფერი რთულდება, უბრალოდ ჯობია აიღო კამერა და რეალობას ობიექტივიდან დააკვირდე, მოწყდე ჩვეულებრივ ყოველდღიურ ყოფას. Read more

შემოდგომის ფერები

შემოდგომა განსაკუთრებულია, განსაკუთრებული ფერებით და ხასიათით. წყალტუბო პატარა კურორტია “დასავლეთში”, რომელიც ულამაზესია და მწვანე ქალაქია. ხეების რაოდენობა ალბათ 80% ია ქალაქის და იგრძნობა ყველგან. წიყნარე. წიმშვიდე. ყველაფერი ისეა თოთქოს ბუნებას ადამიანის უშნო კონსტრუქციები ჯერ არ შეხებია და გადარჩა. იმედია ასეც დარჩება. შემოდგომაზე, როდესაც ბინება ქამელენოვით ფერს იცვლის ყველაფერი სხვაგვარი ხდება.

ასეთ ადგილებს უხდება კამერა და საჭიროა დროის გაჩერება. მეც დავიარე მთელი პარკი ფეხით და რამოდენიმე კადრიც მოვახვედრე ჩემს ობიექტივში. იმედია ამ ქალაქს წელიწადის ყველა დროს ვესტუმრები და გადავუღებ ყველაფერს ახლიდან.

Read more